აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ინიციატივები, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი.