ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ „ისტორიული გამარჯვება“ მოიპოვა.

„თქვენი დიდი და ისტორიულად მნიშვნელოვანი ერის გმირული წინააღმდეგობის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ზავს და 12-დღიანი ომის დასრულებას, რომელიც ისრაელის მთავრობის ავანტიურიზმისა და პროვოკაციის შედეგად ირანელ ერს თავს დაატყდა“, – განაცხადა ფეზეშქიანმა ირანელი ხალხისადმი მიმართვისას.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მტერმა „ვერ მიაღწია თავის მიზნებს – ობიექტების განადგურებას, ირანში ბირთვული კვლევების შეწყვეტას“.

ამასთან, მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ირანელმა ხალხმა თავად განსაზღვრა 12-დღიანი ომის დასასრული.