საქართველო-პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების თამაშს სოციალურ ქსელში გერმანიის საელჩო გამოეხმაურა.

„ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ გამარჯვებას ევროპის ჩემპიონატზე!“, - აღნიშნულია საელჩოს მილოცვაში.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.