ხაშურის ახალგაზრდულ სივრცეში ჭადრაკის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, კომპლექსური სპორტსკოლის, ორგანიზაცია “ახალგაზრდები ხაშურის განვითარებისთვის” და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.
ტურნირის გამარჯვებულებს ჭადრაკის დაფები, მედლები და თასები, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს - სერტიფიკატები გადაეცათ.