დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. ამჟამად, სამი დაჭრილი მკურნალობას სახლში განაგრძობს. მძიმეა ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არის დაწყებული.