ფრანგული მედიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები იმ სენსაციით იწყება, რომელიც გუშინ ევრო224 თამაშზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ბრძოლაში მოახდინა.

როგორც წამყვანი ფრანგული გამოცემები აღნიშნავენ, ეს იყო ყველაზე დიდი სენსაცია, რაც კი ამ თამაშზე მომხდარა. და არა მხოლოდ ამ თამაშზე, ისინი ქართველ ფეხბურთელებს უწოდებენ ლეგენდარულებს, გმირებს და ასევე აღნიშნავენ, რომ ეს იყო ბრწყინვალე თამაში ქართველების შესრულებით.

ასევე, ხაზს უსვამენ მათი თანამემამულის ვილი სანიოლის როლს ამ თამაშში და ამბობენ,რომ 2006 წელს სანიოლმა რონალდოს წინააღმდეგ თამამად და კარგად ითამაშა და ეს ისტორია გაიმეორა მწვრთნელის რანგში. 

ხაზგასმით აღნიშნავენ გიორგი მიქაუტაძის როლს, რომელიც არის საფრანგეთის მოქალაქე. რომელიც ფრანგებს ძალიან უყვართ და ამბობენ, რომ მიქაუტაძე ნამდვილი განძია საქართველოს ნაკრებისთვის. თუმცა, ამბობენ რომ მთავარი ძალა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის არის ხვიჩა კვარაცხელია. რომელიც გუშინ უბადლო თამაში აჩვენა პორტუგალიის წინააღმდეგ.

ასევე, ფრანგული გამოცემები წერეს რომ პორტუგალია არ გასულა უბრალოდ თამაშის საჩვენებლად, ისინი გავიდნენ აბსოლუტურად მობილიზებული. რომ მათ ამ თამაშში ჩადეს სრული ძალა და ენერგია. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. 

წამყვანი ფრანგული გამოცემა BFMTV აქვეყნებს ქარდს, რომელზედაც გამოსახულია ქრიშტიანო რონალდო წარწერით - "ბრაზი, დაბნეულობა და მარცხი - ქრიშტიანუ რონალდუს მწარე საღამო საქართველოს ნაკრებთან".

შეგახსენებთ, საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ევრო2024-ზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში გავიდა