ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული სააგენტოები ავრცელებენ.

პარიზის პოლიციის დეპარტამენტმა შაბათს კონკორდის მოედანზე და მის შემოგარენში, ელისეის მინდვრების ჩათვლით, შეკრებები აკრძალა.

„საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დარღვევის სერიოზული რისკების გამო (...), აკრძალულია ნებისმიერი შეკრება კონკორდის მოედანზე და მის შემოგარენში, ისევე როგორც ელისეის მინდვრებში“,  „ადამიანებს, რომლებიც შეეცდებიან იქ შეკრებას, პოლიცია სისტემატურად გააძევებს” და 'შესაძლებელია, ისინი  დაჯარიმდნენ", - განუცხადა პრეფექტურამ  საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესს". 

შაბათს დილით ორმოცდაათამდე აქტივისტმა დედაქალაქის პირველი რაიონის პოლიციის შენობის წინ დაკავებები გააპროტესტა.