საბერძნეთის კუნძულ სანტორინის მახლობლად კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
კუნძულ სანტორინიზე დახურულია სკოლები და ბაღები. საგანგებო მდგომარეობა, სულ მცირე, 3 მარტამდეა გამოცხადებული.
26 იანვრის შემდეგ, კუნძულზე და მის მიმდებარედ 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. საერთო ჯამში, კუნძულზე დაახლოებით 15 000 ადამიანი ცხოვრობს.
საფრთხის გამო 11 000-ზე მეტმა ადამიანმა კუნძული უკვე დატოვა. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 6 თებერვალს დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 5.2 მაგნიტუდა იყო.
თარგმანი: პირველი არხი