საბერძნეთის კუნძულ სანტორინი გაუჩერებელი მიწისძვრების გამო ათასობით ადამიანმა დატოვა.
ბოლო 3 დღის განმავლობაში, კუნძულზე 300-ზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირა. ამის გამო პოპულარული კუნძული 10 000-მდე ადამიანმა დატოვა. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაიკეტა სკოლები.
სანტორინი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული კუნძულია, რომელიც წელიწადში მილიონამდე დამსვენებელს მასპინძლობს, თუმცა, ცივი სეზონის გამო ამჟამად კუნძულზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო.
არსებული ინფორმაციით, კუნძულზე ფაქტობრივად ყველა მაღაზია დაკეტილია და ნებისმიერი მომსახურება შეჩერებულია.