ამის შესახებ განცხადებებს უკრაინაში ამ ქვეყნების დიპლომატიური მისიები აქვეყნებენ
20 ნოემბერს მოსალოდნელი დიდი საჰაერო თავდასხმის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამო კიევში შეერთებული შტატების საელჩოს ვიზიტორებისთვის დროებითი დაკეტვაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ანალოგიური განცხადებები გაავრცელეს იტალიის, ესპანეთის და საბერძნეთის დიპლომატიურმა მისიებმა.
Ukraine: The U.S. Embassy in Kyiv received specific information of a potential significant air attack on Nov 20. The Embassy will be closed and recommends U.S. citizens be prepared to immediately shelter in the event an air alert is announced. https://t.co/ah0bpDfULK pic.twitter.com/m8cWXCXT2V
— Travel - State Dept (@TravelGov) November 20, 2024
შეგახსენებთ, რომ გუშინ, კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგების საპასუხოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის შორი მოქმედების რადიუსის მქონე ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მე-3 და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მე-100 დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, ხოლო უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ არსენალს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა.