რუსეთი ძალებმა ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს, დაიღუპა ორი და  დაშავდა 34 ადამიანი.

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ინფორმაციით,ოკუპანტებმა ხარკოვის სალტოვოს რაიონი დაბომბეს.

დაინგრა მრავალსართულიანი სახლის ორი სართული და სადარბაზო. გაჩნდა ხანძარი. სინეგუბოვის თქმით, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. ზედა სართულებზე მცხოვრებლები არიან დარჩენილი. დაშავებულებს შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორისაა 11 წლის ბავშვი.