უკრაინაში ომი გრძელდება. ზაპოროჟიეს ოლქზე რუსეთის მორიგი შეტევისას, დაიღუპა 5 ადამიანი. უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმას მოჰყვა აფეთქება, დამწვარია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა ტერნოპოლში. ქალაქზე მიტანილ იერიშს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

პარალელურ რეჟიმში, რუსეთის თავდაცვის ძალები ირწმუნებიან, რომ უკრაინაში კუპიანსკის რაიონზე სრული კონტროლი მოიპოვეს. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.