17 ნოემბრის ღამეს, რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას დაარტყეს. ბალაკლეას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კარანაბოვის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ შენობებზე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.

"მტერმა ქალაქის ცენტრში საცხოვრებელ შენობებზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის ყველა  სამსახური მუშაობს", - დაწერა კარანაბოვმა.

დილის 4 საათზე კარაბანოვმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა.

"კიდევ 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2011, 2007 და 2010 წლებში დაბადებული ბავშვები. ცხრა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი ამბულატორიულ სამედიცინო დახმარებას იღებს. სამწუხაროდ, შესაძლო მსხვერპლის შესახებ ცნობები კვლავ შემოდის," - განაცხადა კარაბანოვმა.