19 ნოემბრის ღამეს, რუსები ხარკოვს დრონებით თავს დაესხნენ. დაშავდა ათობით ადამიანი, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა მასშტაბური ხანძარი. მედიისა და Telegram არხების ცნობით, ხარკოვში სულ მცირე 13 აფეთქება მოხდა.

დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის 9 და13 წლის ბავშვები, 18 წლის გოგონა. დაშავებულთაგან ექვსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაკვამლიანებული მრავალსართულიანი შენობიდან 48 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის სამი ბავშვი,

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ცნობით, დაზიანდა სულ მცირე 10  ავტომობილი, ასევე ახლომდებარე საცხოვრებელი შენობა. ხანძარი გაჩნდა ავტოფარეხებსა და საოფისე შენობის სახურავზე. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სუპერმარკეტსაც.