რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასირებული იერიში მიიტანეს. BBC-ის ცნობით, უკრაინის მასშტაბით საყოველთაო საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ თავდასხმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მთელი უკრაინის მასშტაბით მიმდინარეობს და საჭირო გახდა ელექტროენერგიის საგანგებოდ გამორთვა.
"ენერგეტიკა ისევ მტრის მასირებული შეტევის ქვეშ იმყოფება. ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები მთელ უკრაინაში ხორციელდება. გადამცემი სისტემის ოპერატორმა „უკრენერგომ“ სასწრაფოდ შემოიღო ელექტროენერგიის საგანგებო გამორთვა. როგორც კი უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მოგვცემს, შედეგები გაირკვევა. მიჰყევით ოფიციალურ შეტყობინებებს და დარჩით თავშესაფრებში", - წერს ის ფეისბუქზე.
ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციაამ დროისთვის უცნობია. საჰაერო იერიში განხორციელდა ქალაქ ლუცკიზეც. აფეთქებები გაისმა საპორტო ქალაქ ოდესაშიც. რეგიონის გუბერნატორმა, ოლეჰ კიპერმა მოსახლეობას უსაფრთხო ადგილისკენ დარჩენისკენ მოუწოდა.