შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასეთი განცხადება თავისი სოციალური ქსელში გააკეთა

„მე ვუთხარი ევროკავშირს, რომ შეერთებულ შტატებთან თავიანთი უზარმაზარი დეფიციტი ჩვენი ნავთობისა და გაზის მსხვილმასშტაბიანი შესყიდვებით უნდა დაფარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მიმართულებით იქნება ტარიფები!!!” - წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში.

ბრიუსელში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე ევროკომისიის სავაჭრო სპიკერმა ოლოფ გილმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირს აქვს მნიშვნელოვანი პროფიციტი საქონლის ვაჭრობაში აშშ-სთან, ხოლო აშშ-ს აქვს მნიშვნელოვანი პროფიციტი მომსახურებით ვაჭრობაში ევროკავშირთან, და ეს ყოველთვის არ აისახება“ ისეთ შეტყობინებებში, როგორიცაა ტრამპის ზემონახსენები ტვიტი.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ განვიხილოთ არჩეულ პრეზიდენტ ტრამპთან, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ისედაც ძლიერი ურთიერთობა, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში ჩვენი საერთო ინტერესების განხილვით, - თქვა გილმა.

ევროპამ საგრძნობლად გაზარდა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი შეერთებული შტატებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში. ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, ამ წლის მესამე კვარტალში აშშ-ის წილად მოდიოდა  იმპორტირებული ნავთობის 15%-ზე მეტს და თხევადი გაზის თითქმის 38%.