რუსეთმა სუმის ოლქში ქალაქ გლუხოვზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი.

"18 ნოემბრის გვიან საღამოს მტერმა შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით გლუხოვოში ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელზე იერიში მიიტანა. დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი". – წერია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში. 

გარდა ამისა იერიშის შედეგად დაჭრილი 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

ადგილზე მუშაობენ მაშველები, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა იყვნენ ადამიანები.