უკვე ორი საათია, მეხანძრეები ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად შენობის სახურავზე გაჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულზე გავრცელდა.

როგორც შენობის მფლობელი დავით კოდუა აცხადებს, ხანძრის შედეგად დამწვარია მესამე სართული.

„მესამეზე სართულზე საოფისე ფართებია. რომელიღაც საოფისე ფართში, შეიძლება, ელექტრობას წაეკიდა ცეცხლი. დაბლა არ არის, ყველაფერი მშრალია, ყველა კარგად არის. მხოლოდ მესამე სართულია დამწვარი. საერთო სივრცე 1 500 კვ.მ.-ია“, – აცხადებს დავით კოდუა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.