23 აპრილს დილით დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციასოლქის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი ავრცელებს.

"მტრის თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახებს და ახლობლებს.

დაშავებულთა რიცხვი მუდმივად იზრდება. ამჟამინდელი ინფორმაციით, მათი რაოდენობა 30-ია", - განაცხადა ლისაკმა.

მისი განმარტებით, რუსეთის ძალებმა დაარტყეს ავტობუსს, რომელშიც კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და სამუშაოდ მიდიოდნენ.

ასევე, რუსული თავდასხმის გამო სინელნიკოვსკის რაიონში სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაიწვა და 2 ადამიანი დაშავდა.

მისივე თქმით, რუსები ნიკოპოლის რაიონს დრონებით დაესხნენ თავს - მათი სამიზნე პოკროვსკაია და მარგანეცის დასახლებები იყო. ამ თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები.