28 სექტემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანა.
ბოლო მონაცემებით დაბომბვის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი 12 წლის გოგონაა.
გარდა ამისა, რუსული იერიშის შესახებ ამ დროისთვის დაშავებულია 27 მშვიდობიანი მოსახლე.
კიევის სხვადასხვა რაიონებში მიმდინარეობს სამაშველო სამძებრო სამუშაოები.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.