რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ბრძოლების გამო ოლქის შვიდ მუნიციპალიტეტში დეპუტატების არჩევნები გადადო.
არჩევნები გადაიდო, მათ შორის გლუშკოვოს, კორენევოსა და სუჯას რაიონებში.
„არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი აღდგება ამომრჩეველთა უსაფრთხოების სრული გარანტიით“, - ნათქვამია ცესკო–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაწყებული შეჭრის ფარგლებში 20 აგვისტოსთვის უკრაინელები უკვე 1260 კვადრატულ კმ რუსულ ტერიტორიასა და 93 დასახლებას აკონტროლებენ.