რუსეთის ფედერაციის დუმის პროფილურმა კომიტეტმა, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რის მიხედვითაც, "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებული პირები ვეღარ შეძლებენ არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებას.

შესწორების თანახმად, ხელისუფლებაში უკვე მომუშავე ადამიანებს, რომლებიც "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადდებიან, დაჩქარებული წესით შეუწყდებათ უფლებამოსილება, თუ კანონის ძალაში შესვლიდან 180 დღის განმავლობაში ისინი არ იქნებიან ამოწერილნი "უცხოეთის აგენტების" რეესტრიდან. 

არჩევნებზე დარეგისტრირებული კანდიდატები არ შეიძლება ფიქსირდებოდნენ "უცხოეთის აგენტების" რეესტრის ბაზაში. ამას გარდა, შესწორება, "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებულ ადამიანს უკრძალავს არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობასაც.

დუმის პროფილურმა კომიტეტმა მესამე მოსმენით უნდა მიიღოს კანონპროექტში ცვლილება, რის შემდეგაც, ის დუმაში განსახილველად გადაინაცვლებს.