რუმინეთის სამხედროებმა შავ ზღვაში „გერბერას“ ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც ღრმაწყლოვანი ბუნებრივი აირის პროექტ Neptun Deep-ის მიმდებარედ მოძრაობდნენ.
ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, რადუ მირუცემ განაცხადა.
სანაპირო დაცვის სამსახურის სპეციალისტებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ კონსტანცადან დაახლოებით 90 საზღვაო მილის დაშორებით გაანადგურეს.
„თავდაცვის სამინისტრო დაუკავშირდა უკრაინელ პარტნიორებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ეს სისტემები მათ არ ეკუთვნით“, – აღნიშნა რადუ მირუცემ.
ნაოსნობის უსაფრთხოებისა და პლატფორმის დაცვის მიზნით, რუმინეთმა გადაწყვიტა, დრონები აფეთქების გზით გაენადგურებინა.
ცნობისთვის, „გერბერას“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთში მზადდება და, ჩვეულებრივ, დაზვერვისთვის ან მოწინააღმდეგის თავდაცვის შესამოწმებლად გამოიყენება.














