რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯგუფ Morandi-ის 7 აგვისტოსთვის დაგეგმილ კონცერტს სოხუმში, საქართველოში (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში), – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუმინეთი კიდევ ერთხელ მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას.

„რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯგუფ Morandi-ის 7 აგვისტოსთვის დაგეგმილ კონცერტს სოხუმში, საქართველოში (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში). არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულების ფარგლებში, რუმინეთი კიდევ ერთხელ მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.