რუმინეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. შესაბამის განკარგულებას ხელი რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა 5 სექტემბერს მოაწერა.
"მადლობა Patriot-ისთვის!" - მიმართავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი იერმაკი რუმინეთის მთავრობას.
ბუქარესტმა ჯერ კიდევ ივნისში გამოაცხადა, რომ თავისი ორი მოქმედი Patriot-ის სისტემიდან ერთს უკრაინას გადასცემდა, იმ პირობით, რომ მოკავშირეები მას ჩაანაცვლებდნენ საჰაერო დაცვის მსგავსი სისტემით.
რუმინეთს უკრაინასთან 650-კილომეტრიანი საზღვარი აქვს. რუსეთის დრონების ნამსხვრევები ხშირად ცვივა რუმინეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის მხრიდან უკრაინის პორტებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.