ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპულ ვლადიმერ გუბელაძის ძეგლი.
დღესვე მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს,სოფელ წითელხევში სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
მამა ილია (კოტორეიშვილმა) გარდაცვლილთა მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.








