რუმინეთი უკრაინას მის მფლობელობაში არსებული Patriot-ის ოთხი სისტემიდან ერთს გადასცემს. გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვნად გაუარესების გათვალისწინებით მიიღეს.
რუმინეთში განმარტავენ, რომ კიევს Patriot-ის იმ პირობით გადასცემენ, თუ რუმინეთი სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შედეგად ანალოგიურ ან სხვა მსგავს თავდაცვით სისტემას მიიღებს.