მომავალ კვირას საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მოუთმენლად ველი, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"მომავალ კვირას საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მოუთმენლად ველი. მსურს ყველა თავდადებულ ევროპელსა და თავისუფლებისთვის მებრძოლებს მხარი დავუჭირო და გერმანელი პოლიტიკოსის რანგში ჩემს მეგობრებს დავემშვიდობო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, მე ევროკავშირის გულში თავისუფალი საქართველოს მიმართ ერთგულებას გავაგრძელებ", - წერს როთი.
I’m looking forward to my farewell trip to 🇬🇪 next week. I’d like to support all committed Europeans+ freedom fighters + say goodbye to my friends as a 🇩🇪 politician. Even though my parliamentary mandate is ending soon, I’ll continue my commitment to a free 🇬🇪 in the heart of 🇪🇺. pic.twitter.com/xV90M0SjlX
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) January 9, 2025