პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელია ერთი სატელეფონო ზარით.
პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე სიკორსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად საჭიროა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება რუსული ჯარების გაყვანის შესახებ და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან სატელეფონო ზარი.
ჟურნალისტის კითხვაზე, იზრდება თუ არა პუტინის გერასიმოვთან დარეკვის შანსი, სიკორსკიმ უპასუხა, რომ „იზრდება, როდესაც რუსეთის ეკონომიკა შენელებას იწყებს“.
„უკრაინამ აჩვენა, რომ ათი წლის განმავლობაში აკავებს პუტინს დონბასში. პუტინი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას საშუალოვადიან პერსპექტივაში და დავაწესოთ დასავლური სანქციები რუსული ნავთობის, გაზისა და ტექნოლოგიების წინააღმდეგ“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი






