პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი კიევში ჩავიდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში წერს, რომ მოლაპარაკებებს გამართავენ ორი ქვეყნის საერთო უსაფრთხოებასა და უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე.
"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის გამწვავებისა და პოლონეთის წინააღმდეგ პროვოკაციების ფონზე, ორივე ქვეყანა მტკიცედ დგას ერთად. დღეს საფუძვლიან მოლაპარაკებებს გავმართავთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაზე, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე, მოსკოვზე ზეწოლაზე. მადლობას ვუხდი პოლონეთს ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის", – წერს სიბიგა.