ირანულმა მედიამ იმ 10-პუნქტიანი წინადადების დეტალები გაასაჯაროა, რომელიც თეირანმა ვაშინგტონს გაუგზავნა. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

დოკუმენტი, რომელსაც ტრამპმა „სამუშაო ბაზისი“ უწოდა, რეგიონიდან ამერიკული ძალების სრულ გაყვანასა და სანქციების მოხსნას ითვალისწინებს. ირანული მხარის მიერ მომზადებული გეგმა რამდენიმე კრიტიკულ მოთხოვნას მოიცავს:

• ჰორმუზის სრუტის კონტროლი: სრუტეში ტრანზიტის კონტროლი ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით უნდა განხორციელდეს.

• სამხედრო ძალების გაყვანა: აშშ-მა საბრძოლო ქვედანაყოფები რეგიონის ყველა ბაზიდან უნდა გაიყვანოს. • საომარი მოქმედებების შეწყვეტა: ირანისა და მისი მოკავშირე დაჯგუფებების წინააღმდეგ წარმოებული ყველა სამხედრო კამპანიის დასრულება.

• ეკონომიკური მოთხოვნები: ყველა პირველადი და მეორადი სანქციის გაუქმება, გაყინული აქტივების დაბრუნება და ირანისთვის სრული ფინანსური კომპენსაციის გადახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნები საკმაოდ ხისტია, ვაშინგტონის მხრიდან იერიშის ორი კვირით გადავადება მიანიშნებს, რომ თეთრი სახლი ამ პუნქტების განსახილველად მზად არის.