ახლახან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მის მიერ ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გადაწევის და ამ დროის საბოლოო შეთანხმების მიღწევის და გაფორმებისთვის გამოყენებაზე თანხმობის შესახებ განაცხადა.  

 შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებიდან გასული არასრული საათის განმავლობაში ბირჟაზე ნავთობის ფასები თითქმის 20%-ით დაეცა.

თბილისის დროით 03:26 საათისთვის ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 90,162 დოლარი გახდა.

უნცია ოქროს ფასმა თბილისის დროით 03:28 საათისთვის 4 812,18 დოლარი შეადგინა.