ამის შესახებ შეეერთებული შტატების პრეზიდენტი Truth Social-ზე წერს.

„პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, რომლის დროსაც მათ მთხოვეს, შემეჩერებინა ირანის წინააღმდეგ მიმართული გამანადგურებელი ქმედებები დღეს საღამოს და  ჰორმუზის სრუტის სრულად, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის თანხმობის პირობით, ვეთანხმები ირანზე დაბომბვისა და თავდასხმების ორი კვირით შეჩერებას. ეს იქნება ორკვირიანი დაზავება! ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ და გადავაჭარბეთ ყველა სამხედრო ამოცანას და ძალიან შორს ვართ ირანთან და ახლო აღმოსავლეთთან გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევისგან. ჩვენ მივიღეთ 10-პუნქტიანი წინადადება ირანისგან და მას მოლაპარაკებების სიცოცხლისუნარიან საფუძვლად მივიჩნევთ. წარსულის თითქმის ყველა სადავო საკითხი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმდა, თუმცა ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს, რომ შეთანხმება დასრულდეს და გაფორმდეს“, - წერს ტრამპი და დასძენს, რომ ამ უძველესი პრობლემის გადაწყვეტა, მისთვის დიდი პატივია.