პრეზიდენტი ტრამპი უპასუხებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფის წინადადებას ირანისთვის ამჟამინდელი ვადის ორი კვირით გახანგრძლივების შესახებ, - განუცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა „ენბისი ნიუსს“.

„პრეზიდენტს წინადადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პასუხი გაეცემა“, - თქვა კეროლაინ ლივიტმა.

შარიფმა ასევე სთხოვა ირანს, კეთილი ნების ჟესტად, ჰორმუზის სრუტე ორი კვირით გაეხსნა.