მშვიდობა, რომლის მოპოვებაც ემანუელ მაკრონს სურდა, არც ისე ადვილად მისაღწევი აღმოჩნდა იმ საპენსიო რეფორმების შემდეგ, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა გაატარა და ძალაში შემოდგომიდან შევა.
მას მოწინააღმდეგეები ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებიან და ცდილობენ პრობლემები შეუქმნან. სწორედ ამიტომ, ელისეის სასახლეს განსაკუთრებული ზომები აქვს მიღებული.
ემანუელ მაკრონის დაგეგმილი ვიზიტები მკაცრად კონტროლდება სამართალდამცველების მიერ, თუმცა ეს საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეებს ხელს არ უშლის იმაში, რომ თავიანთი საპროტესტო ხმა მიაწვდინონ მაკრონს.
20 აპრილს ისინი მოუთმენლად ელოდებოდნენ მაკრონს განგში, ჰეროში, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ მისთვის საპენსიო რეფორმით გამოწვეული ზიანის შესახებ. მაგრამ, ელისეის სასახლემ ზომები წინასწარ მიიღო და მათ ლუიზ-მიშელის კოლეჯთან მიახლოება აუკრძალა. სწორედ ამ კოლეჯში იმყოფებოდა სტუმრად ქვეყნის პრეზიდენტი. რაიონის პრეფექტურამ კიდევ უფრო ეფექტური ზომები მიიღო და აქციის მონაწილეების მხრიდან არასასურველი ხმაურის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი სახის "პორტატული მოწყობილობის" გამოყენება აკრძალეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ "ქვაბები აკრძალულია" - წერს "ფრანს 24".