საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ იყო შეერთებული შტატების მოკავშირე სულაც არ ნიშნავს იყო ვასალი.

"იყო მოკავშირე არ ნიშნავს იყო ვასალი, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებლად ფიქრის უფლება“, - განაცხადა მან ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საფრანგეთი მხარს უჭერს ტაივანში არსებულ სტატუსქვოს, ის მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პოლიტიკასა და სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების ძიებას“, - დასძინა მან.