რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ მიულოცა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, თუმცა თქვა, რომ არ ურეკავს.
"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მას შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ სახელმწიფო მეთაურთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ენდობა", - თქვა პუტინმა.
მან თქვა, რომ არ იცის, რა მოხდება, მაგრამ "რაც ითქვა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილში, უკრაინის კრიზისის დასრულებაში, მინიმუმ, ყურადღებას იმსახურებს'.
"არ მგონია, რომ ჩემთვის სამარცხვინო იყოს მასთან დარეკვა. მე უბრალოდ არ ვაკეთებ ამას, რადგან დასავლური სახელმწიფოების ლიდერები თითქმის ყოველ კვირას მირეკავდნენ რაღაც ეტაპზე, შემდეგ კი მოულოდნელად შეწყვიტეს. არ უნდათ და ნუ უნდათ. როგორც ხედავთ, ჩვენ ცოცხლები, ჯანმრთელები ვართ და ვვითარდებით, წინ მივდივართ. თუ რომელიმე მათგანს სურს კონტაქტის განახლება, მე ყოველთვის ვამბობდი და მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა - ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, გთხოვთ, განვაახლოთ კონტაქტები და განვაგრძოთ დისკუსიები", - უპასუხა პუტინმა პლენარული სხდომის მოდერატორის კითხვას, თუ როგორი რეაქცია ექნება პუტინს, თუ ინაუგურაციამდე ტრამპი დაურეკავს მას და შესთავაზებს შეხვედრას.