რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი, მაგრამ ის ეწინააღმდეგება კავშირის სამხედრო ბლოკად გადაქცევას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
„ჩემთვის ცნობილია <გერმანიის> ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის წინადადებება იმის შესახებ, რომ უკრაინა უნდა გახდეს <ევროკავშირის> ასოცირებული წევრი და ა.შ. ეს ჩვენ საერთოდ არ გვეხება. ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგი - იყოს ასე. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ევროკავშირის სამხედრო ბლოკად გადაქცევისა“, - განაცხადა პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.




