ამის შეახებ ინფორმაციას პოლონური პრესა ავრცელებს.

24 მარტს, დილით, რუსეთის ფედერაციის შორეული ავიაციის მიერ გაშვებული ფრთოსანი რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და იქ 39 წამის განმავლობაში იყო.

დღეს, დილით, პრესთან საუბარში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩს დაიბარებდნენ და მისგან ახსნა-განმარტებას მოიხოვდნენ.

„ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ მოვითხოვთ ახსნა-განმარტებას, მაგრამ, სავარაუდოდ, რაიმე დემაგოგიურს მოვისმენთ", - თქვა სიკორსკიმ.

საღამოს, პოლონური პრესით გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, პაველ ვრონსკის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მისულა.  

„ვენის კონვენცია ნათლად აღწერს ელჩის პასუხისმგებლობებს მასპინძელ ქვეყანაში. ჩვენ გვაინტერესებს, ასრულებს თუ არა ელჩი მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებებს და შეუძლია თუ არა მას სათანადოდ წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის ინტერესები ვარშავაში“, - განაცხადა ვრონსკიმ.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე ახსნა-განმარტების თხოვნით სხვაგვარად გადაეცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს.