ATACMS-ის შორი დისტანციის რაკეტები არის აშშ-ის უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილი, რომელიც გამოცხადდა 24 აპრილს - ამერიკის მოკავშირეების დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონის ძალაში შესვლისთანავე. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან AP და Politico.
მედიასაშუალებები რაოდენობისა და მოქმედების მანძილის შესახებ დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ ეს ადასტურებს მედიის წინა ცნობებს იმის შესახებ, რომ ხსენებული იარაღი უკრაინას გადაეცემა.
ასევე გაირკვა, რომ უკრაინამ მიიღო ATACMS–ები, როგორც წინა სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომელიც გამოცხადდა მარტში და უკვე ორჯერ მაინც გამოიყენა რუსეთის ობიექტებზე დარტყმისთვის ყირიმსა და ზაპოროჟიეს რეგიონში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ 24 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს თითქმის 61 მილიარდი აშშ დოლარის დამატებით სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უკრაინისთვის. მალევე პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების 1 მილიარდიანი პაკეტი გამოაცხადა.