თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინას ATACMS-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით NBC ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მიიღებს შეიარაღებას უკრაინა და როდის გამოაცხადებენ ამის შესახებ საჯაროდ. წყაროს ცნობით, რაკეტების მარაგის შეზღუდული რაოდენობის გამო საუბარია შეზღუდულ მოცულობაზე.
ცოტა ხნით ადრე, Washinton Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ აშშ მზად არის უკრაინას არა კონვენციური არამედ, კასეტური მოდიფიკაციის ATACMS-ები გადასცეს.