უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინა ATACMS-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს.
"ჩვენ არ გამოვიყენებთ ATACMS-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმება გვაქვს. ATACMS-ის რაკეტები უკრაინის ტერიტორიის დასაცავად იქნება გამოყენებული", - ამბობს დანილოვი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას აპირებს, თუმცა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ თეთრ სახლს, სავარაუდოდ, გადაწყვეტილი აქვს უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების შეზღუდული რაოდენობით გადაცემა.