აშშ უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდების საკითხს განიხილავს, – იუწყება ABC News წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ATACMS–ების დიაპაზონი შეიძლება, აღემატებოდეს 300 კილომეტრს და ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, დარტყმები განახორციელოს რუსეთის ჯარების წინააღმდეგ, რომლებიც განლაგებული არიან ფრონტის ხაზის მიღმა, კერძოდ, ანექსირებულ ყირიმში.

"მანამდე ვაშინგტონი უარს აცხადებდა ATACMS–ების უკრაინისთვის გადაცემაზე, ნაწილობრივ იმის შიშით, რომ ეს კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევდა, ნაწილობრივ კი ასეთი სისტემების შეზღუდული მარაგის გამო. ახლა აშშ-მა აღმოაჩინა, რომ მას უფრო მეტი ATACMS–ები აქვს მომსახურებაში, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ", – განუცხადა ABC News-ს ხელისუფლების ორმა წარმომადგენელმა.

2023 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდეს რაკეტები Storm Shadow (იგივე SCALP), რომელთა მოქმედების ოფიციალური დიაპაზონი 250 კილომეტრია. უკრაინამ ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარტყმებისთვის უკვე გამოიყენა.