უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას რუსეთზე დრონებით თავდასხმებთან საერთო არაფერი აქვს.

"მათ ესმით, რომ ომი წააგეს, ესმით, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მათ დაგეგმილი ჰქონდათ. მათ ესმით, რომ თანდათან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. მათ უკვე იციან, რა არის სირენები, იციან, რა არის მოულოდნელი თავდასხმები ციდან.

უკრაინას რუსეთზე დრონებით თავდასხმებთან საერთო არაფერი აქვს - არსებობს გაგება, რომ ომი "სათანადოდ" უნდა დასრულდეს, რათა რუსეთმა იგრძნოს იმის სიმძიმე, რაც გააკეთა", - ამბობს პოდოლიაკი.

რუსეთმა უკრაინა დრონების თავდასხმაში ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა - 18 აგვისტოს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 18 აგვისტოს გამთენიისას მოსკოვის ცენტრში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევა იყო.