უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილ პოდოლიაკმა ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადება გააკრიტიკა.

„ტერიტორიის გაცვლა ნატოს ქოლგაში? უცნაურია. ანუ, მიზანმიმართულად წავიდეთ დემოკრატიის დაკარგვაზე, გლობალური კრიმინალის წახალისებაზე, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სავალდებულო გადაცემაზე  სხვა თაობებისთვის.

მოდით, ვაღიაროთ, რომ პუტინის ტრიუმფი არ მოუტანს მშვიდობას მსოფლიოს, არამედ მოუტანს სირცხვილს და ომს. ეს ეხება ახალი „ევროპის დაყოფის“ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის, ნატო-ს ქოლგიანებთან ერთად. მაშ, რატომ ვთავაზობთ რუსეთისთვის სასურველ გაყინვის სცენარის შეთავაზებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად? მკვლელები არ უნდა წაახალისონ”, – წერს სოციალურ ქსელში პოდოლიაკი.

ცნობისთვის, ნორვეგიულმა გაზეთმა Verdens Gang -მა ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ  უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.  როგორც მედია წერს, იენსენმა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესაძლო გაწევრიანების კონტექსტში განაცხადა, რომ უკრაინის გამოსავალი შეიძლება ტერიტორიის დათმობა იყოს.

„მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა სტიან იენსენმა.