გასულ ღამეს ჩვენ ჩავძირეთ მათი სიამაყე, ხომალდი სოლეიმანი. როგორც ჩანს პრეზიდენტმა ის ორჯერ მოკლა, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა როგორც თქვა, ჩვენ დავხარჯავთ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა, რათა მივაღწიოთ წარმატებას. მხოლოდ ოთხი დღე გავიდა და შედეგები უკვე წარმოუდგენლად ისტორიულია. რეალურად, მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია ამის მეთაურობა, მაგრამ როდესაც ამას ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუმატებ, გამანადგურებელ შესაძლებლობებს, ეს კომბინაცია ნიშნავს რადიკალი ისლამისტი ირანელი მტრების სრულ განადგურებას.

მათი აღსასრულია და მათ ეს იციან, ან მალე გაიგებენ. ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ მათი შესაძლებლობების დევნა, დაშლა, დემორალიზება, განადგურება და დამარცხება. უახლოეს დღეებში ან კვირაში, ორი ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო-საჰაერო ძალა სრულ კონტროლს მოიპოვებს ირანულ ცაზე.

ეს არასდროს ნიშნავდა სამართლიანი ბრძოლას. ეს უსამართლო ბრძოლაა. ჩვენ წაქცეულს ვურტყამთ და აქამდეც ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ჰეგსეტმა.