აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი მოკლევადიან პერსპექტივაში თუ არ დასრულდება, ვაშინგტონი, მოკავშირეებთან ერთად, გადადგამს ნაბიჯებს, რათა რუსეთმა განგრძობადი აგრესიისთვის საფასური გადაიხადოს.

ამის შესახებ პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

„ომი თუ არ დასრულდება, მოკლევადიან პერსპექტივაში მშვიდობისკენ გზა თუ არ არსებობს, მაშინ შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან ერთად, საჭირო ნაბიჯებს გადადგამს, რათა რუსეთს დაუწესდეს საფასური განგრძობადი აგრესიისთვის. ეს ნაბიჯი  თუ უნდა გადავდგათ, აშშ-ის ომის დეპარტამენტი მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე როგორც მხოლოდ აშშ-ს შეუძლია. ომი პრეზიდენტ ტრამპის დროს არ დაწყებულა, მაგრამ დასრულდება თეთრ სახლში მისი ყოფნის დროს. მოდით, დავამყაროთ მშვიდობა ძალის მეშვეობით“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

მანამდე პენტაგონის ხელმძღვანელმა ბრიუსელში შეკრებილ ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს მოუწოდა გაზარდონ ხარჯები უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად.

თარგმანი: პირველი არხი