ირანი შეეცადა, მოეკლა პრეზიდენტი ტრამპი, პრეზიდენტი ტრამპი ბოლოს იცინის, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში ბრიფინგისას განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ აშშ-მა მიაკვლია და მოკლა დანაყოფის ლიდერი, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა.
პიტ ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ ლიკვიდერებულია ირანის ლიდერები, ე.წ. მმართველი საბჭოს წევრები კი, რომლებმაც ახალი ლიდერი უნდა აირჩიონ, ან მოკლული არიან, ან დაკარგული, ან ბუნკერს აფარებენ თავს.
როგორც ომის მდივანმა განაცხადა, აშშ და ისრაელი ირანის ცაზე სრული კონტროლის მოპოვების შემდეგ 500, 1000 და 2000-ფუნტიანი ბომბების ჩამოყრას დაიწყებენ.
თარგმანი: პირველი არხი








