პენტაგონში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკვე რუსეთის კურსკის ოლქში არიან.
"პირველი ნიშნები იმას მოწმობს, რომ რუსეთი აპირებს ისინი გამოიყენოს ქვეითი ჯარების სახით - ბრძოლებში ან საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერისთვის კურსკში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ", – განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა.
უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთში ჯარების გაგზავნას აპირებდა. მანამდე გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთი კორეა რუსეთს იარაღს და საბრძოლო მასალას აწვდიდა, რასაც მოსკოვიც და ფხენიანიც უარყოფენ.