პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, "რამშტაინის" ბაზაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ჩავიდა, თქვა, რომ პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებით დახმარებას გამოაცხადებს.
ოსტინს არ დაუკონკრეტებია, რა შედის ამერიკის დახმარების ახალ პაკეტში.
ზელენსკი პირველად შეუერთდა თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დასავლეთ გერმანიაში, "რამშტაინის" ავიაბაზაზე, აღნიშნავს Reuters.